top of page

Wherever I go, water follows - Tamar Nadiradze



Date and Time


Opening: Friday, February 26, 13:00 - 20:00.

Show will be on until March 28-th. 


About Exhibition


During the 4 months of collaboration between the gallery and its artist, 12 new works were produced, all of them to be shown at the exhibition. 


It is important to mention that for this exhibition, Tamar worked with new materials, like the embroidery and clay. 


The main line of the presented works is water: 


Water as an object of observation and an integral part of life; as the information that a person collects throughout life; as a symbol of the beginning, the end and the process, as a companion of life; One’s self as water - always moving.


Bringing mythological stories to real life, which is already typical for Tamar's work, is also the main area of ​​thought for this exhibition. Artist’s experience, translated in different mediums, becomes so common in the exhibition space, that the boundaries between the viewer and the artist are blurred, replaced by the connection - as if by an invisible thread - another symbol of the exhibition. 


Big thanks to the art organization ‘propaganda’ for providing a studio space for the artist. 

Tamar Nadiradze, visual artist, explores and makes the connection between social life and contemporary art through artistic research, which she mainly turns into experimental publications and contemporary drawings. She is mainly interested in topics connected to Dialog of social life and anthropology, mythology, psychology, and gender as well.


დრო და ხანგრძლივობა


გამოფენის გახსნა 26 თებერვალი, 13:00 - 20:00

გამოფენა გრძელდება 28 მარტის ჩათვლით.


გამოფენის შესახებ


26 თებერვალს, გალერეა 4710, გალერეის ხელოვანის, თამარ ნადირაძის სოლო გამოფენას “სადაც მივდივარ, წყალი მომყვება” წარმოადგენს.


გამოფენამდე, გალერეა ხელოვანთან 4 თვე თანამშრომლობდა, რა პერიოდშიც შეიქმნა გამოფენაზე წარმოდგენილი 12 ნამუშევარი.


მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ გამოფენისთვის, არტისტმა პირველად სცადა ისეთ მედიუმებში მუშაობა, როგორიცაა თიხა და ნაქარგი.

წარმოდგენილი ნამუშევრების მთავარი ხაზი წყალია, რასაც პირველად სათაურში ვხვდებით, ‘სადაც მივდივარ, წყალი მომყვება’, ასევე, ხელოვანის ტექნიკა, რომელიც ყველა მედიუმს წყლის საღებავით ამუშავებს. 


წყალი, როგორც დაკვირვების ობიექტი და ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ხელოვანმა სხვადასხვა მედიუმში სხვადასხვა სიუჟეტით აჩვენა.


წყალი, როგორც ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს. ასევე, წყალი შეიძლება ჩაითვალოს დასაწყისის, დასასრულის და ცხოვრების თანამეგზურის სიმბოლოდ, ან, საკუთარი თავი გააიგივო წყალთან, რომელიც ჭიქაშიც კი, ყოველთვის მოძრაობის და ინფორმაციის გადამუშავების პროცესშია.


მითოლოგიური სიუჟეტების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა, რაც თამარის შემოქმედებისთვის ისედაც დამახასიათებელია, ამ გამოფენაზეც მთავარი სააზროვნო არეალია. სხვადასხვა ხერხით გადმოცემული არტისტის გამოცდილება, სივრცეში იმდენად საზიარო ხდება, რომ ზღვარი მნახველსა და ხელოვანს შორის იკარგება და იქმნება კავშირი, თითქოს უხილავი ძაფით, რომელიც, წყალთან ერთად, გამოფენის მთავარი სიმბოლოა. 


დიდი მადლობა ორგანიზაცია “პროპაგანდას”, სადაც ხელოვანმა გამოფენისთვის 3 თვე იმუშავა. 


თამარ ნადირაძე (1991) ქართველი ხელოვანია, რომელიც დაიბადა გორში. ხელოვანი მუშაობს თბილისში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. ხელოვანი აკვირდება თანამედროვე სოციალურ ცხოვრებას, ხელოვნების ახალ ფორმებს და მათ ერთმანეთთან აკავშირებს შემოქმედებითი კვლევის ფორმით, რაც ძირითადად ექსპერიმენტული პუბლიკაციების და ქაღალდზე შესრულებული ნახატების სახით სრულდება. თამარი ძირითადად დაინტერესებულია ისეთი თემებით როგორიცაა დიალოგი სოციალურ ცხოვრებასა და ანთროპოლოგიის, მითოლოგიის, ფსიქოლოგიის სფეროებს შორის, ასევე მისთვის გამორჩეული თემაა გენდერი. 


გთხოვთ დაიცვათ არსებულიი რეგულაციები და გამოფენაზე იქონიეთ პირბადე.




Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page