top of page

Where it pours gleam - Salome Dumbadze



About Exhibition


Salome Dumbadze's show 'Where it pours gleam' responds to the stereotypes attached to the gender identity, questioning and therefore, re-thinking them. 


The exposition is built by the objects, which, through their form, material and color, underline the feminine aesthetics dictated to the generations. 


There's a passive disturbance behind the glittery, well known feminine environment - is it the society giving the instructions or does the gender identity truly tie with the color pink?

 

In spite the disturbance, you still embrace the reflected gleam, which excites you at first but the rest of the time, it only blinds your eye. 


Salome Dumbadze is a Tbilisi based artist. Her work centers around traditional painting but also involves experiments with different materials and media. Salome's paintings show specific subjects in empty spaces, that usually are covered by rhythmic lines and complete tones. Her works usually act as a documentations of straightforward or indirect observations as a way of perceiving and learning. May this be reflections from childhood sensations or re-evaluation of specific emotions. 


'Where it pours gleam' is the first solo show of the artist. 


Artworks are made specially for this exhibition.


Sound: Luka Chkhaidze


Date and Time


Exhibition opening: March 6 - 19:00-22:00

Exhibition duration: March 7 - April 5



გამოფენის შესახებ


გალერეა 4710 წარმოგიდგენთ სალომე დუმბაძის სოლო შოუს 'იქ სადაც ბრწყინვალება იღვრება'. 


სალომე დუმბაძის გამოფენა ‘იქ სადაც ბრწყინვალება იღვრება’ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ეხმიანება და სხვადასხვა კითხვის დასმით, მათ გადააზრებას ცდილობს. 


ექსპოზიცია აწყობილია ობიექტებით, რომელთა ფორმა, მასალა და ფერი ხაზს უსვამს თაობებისთვის ნაკარნახებ ფემინურ ესთეტიკას და მეოცე საუკუნის ბოლო წლების ავთენტური ვიზუალისა და სოციალური გამოცდილების პირდაპირი ანარეკლია. 


ერთი შეხედვით მბზინავი, თვალისთვის მიჩვეული ფემინური გარემოს უკან პასიური შფოთვაა - სოციუმის მითითებაა თუ მართლა ებმის გენდერული იდენტობის აღქმას ვარდისფერი ფერი? 


შფოთის მიუხედავად, მაინც ხელგაშლილი ეხუტები არეკლილ ბრწყინვალებას, რომელიც მხოლოდ ერთხელ აღგაფრთოვანებს, დარჩენილი დრო კი გაუაზრებლად დაგყვება და მხოლოდ თვალს გჭრის, როცა ბრწყინავს.


სალომე დუმბაძე ახალგაზრდა ქართველი არტისტია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი შემოქმედება ტრადიციული ფერწერის ირგვლივ ტრიალებს, თუმცა ასევე მოიცავს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალასა და მედიუმში.


სალომეს ნახატებში ხშირად ვხვდებით კონკრეტულ საგნებს ცარიელ სივრცეში, რომლებიც, ჩვეულებრივ, რიტმული ხაზებითა და სრული ტონებითაა დაფარული. მისი ნამუშევრები, როგორც წესი, უშუალო თუ არაპირდაპირი დაკვირვებებისა და კვლევების დოკუმენტაციებია, იქნება ეს ბავშვობისა თუ სხვა, სპეციფიური ემოციების რეფლექსია და გადააზრება. 


გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.


საუნდი: ლუკა ჩხაიძე


დრო და ხანგრძლივობა


გამოფენის გახსნა: 20 მარტი, 19:00-22:00

გამოფენის მიმდინარეობა: 21 მარტი - 20 მაისი.







Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page