top of page

Safe from Damage - Anka Bochorisvhili




About Exhibition


Gallery 4710 presents Anka Bochorishvili's first solo show "Safe from Damage".


The exhibition presents works in various mediums, created specifically for the exhibition. Among them the sculpture and textile works which are Anka's first attempt working in these medias. 


The main line of the exhibition is Anka Bochorishvili's artistic style, where the artist tells us about the world she creates and its inhabitants. 


The exhibition will open on Friday, December 24, 18:00 - 21:00 and will last until January 31.

* Kids are especially welcome


Gallery will be closed: December 30 - January 3, January 7


გამოფენის შესახებ


24 დეკემბერს, გალერეა 4710-ში ანკა ბოჭორიშვილის პირველი სოლო შოუ „ზიანისგან დაცული გაიხსნა. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 1 თვის განმავლობაში შეეძლო. ანკა ბოჭორიშვილს მნახველი დიდი ხანია იცნობს და უყვარს, მისთვის დამახასიათებელი ილუსტრაციის ტიპის ნამუშევრებით, სადაც ავტორი ჯადოსნურ სამყაროს და ამ სამყაროს ბინადრებს ქმნის. ჯადოსნური სამყაროს ძირითად თემატიკას კი ზღაპრული ბაღები, მისი მცველები, მწერები, ყვავილები და კრისტალები წარმოადგენენ.


მისი სოლო შოუს მოწყობისას ჩვენი, კურატორების (ნინი დარჩია, ანა გაბელაია,) მთავარი მიზანი იყო, აგვეწყო ისეთი ექსპოზიცია, რომ გალერეაში მოსულ დამთვალიერებელს სწორედ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის განცდა ჰქონოდა, სწორედ ამიტომ, ამ გამოფენაზე ჩვენ ყველას ვეპატიჟებოდით ბავშვებთან ერთად. ერთი თვის განმავლობაში გამოფენას ძალიან ბევრი ბავშვი ესტუმრა.


მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე ანკას წარმოდენილი ქონდა სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის ტექსტილი და ქანდაკება, რომელიც მისი პირველი მცდელობებია.


გალერეა 4710 ახალგაზრდა ხელოვანებთან მუშაობს. გალერეის მთავარი მიზანი მათი აღმოჩენაა. ძირითადად ჩვენთან არტისტები თავიანთ პირველ სოლო შოუს აკეთებენ ხოლმე. ამას გარდა, 4710 აკეთებს ჯგუფური გამოფენების სერიებს, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები იფინებიან ისეთ ავტორებთან ერთად, როგორებიც არიან: ნათელა იანქოშვილი, თეა გვეტაძე, თამუნა სირბილაძე და ა.შ


თებერვლის ბოლოს გალერეაში ვაჟიკო ჩაჩხიანის და ნესტან აბდუშელიშვილის დუო შოუ გაიხსნება, რომელიც აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.





Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page