top of page

In the shoe-shop near the bakery




About Exhibition


The title of the exhibition is taken from the lyrics of a song ’Cordoba’* (a collaborative work of Brian Eno & John Cale.) Originally, it is a part of the sentence that narrates about the meeting point of two people, but as from the rest of the exhibition, human position is removed from the title as well.


Although there is no mentioning or depiction of the humans in the works presented, each of them apart and the wholeness they create carry a hint of their existence.

Everything around is manmade, fragments of the urban landscapes remind us of an everyday city-life but the lack of the presence of its inhabitants turn the story into a mythological-like narration. The feeling that something has happened or is about to happen follows the viewers through the exposition.


Vajiko chachkhiani takes the mythological story of Narcissus and interprets it in a way that fits the contemporary society and the challenges it is facing. By using the urban objects and materials he draws obvious parallels yet not unfolding the changes he made. By altering the exhibition space and borders, he invites the viewers to be the spectators only, maybe catching the glimpse of themselves in the process and finding out that some stories tend to happen again and again, no matter how much time passes.


Nestan Abdushelishvili's close up photos depict the details of museums, train stations, public gyms and other social gathering spots of different towns. The way they are scattered on the gallery walls reminds us how we see the fragments of the cities while passing through them. Without its inhabitants, the city looks like an empty movie set after the shooting is over, a decoration, hinting that something was happening here before and until it happens again, the city stands as a silent reminder, continuing existing in its own time and space. The photos carry the poetic kind of loneliness in them. The one that had to happen but does not have to continue forever.


Here, we should go back to the title of the exhibition and look into its original verse. It says: ‘I’ll come as soon as I can, I’ll meet you…’


გამოფენის შესახებ


გამოფენის სათაური აღებულია სიმღერის ტექსტიდან 'Cordoba' (ბრაიან ინოსა და ჯონ ქეილის ერთობლივი ნამუშევარი) და არის წინადადების ნაწილი, რომელიც მოგვითხრობს ორი ადამიანის შეხვედრის შესახებ, მაგრამ როგორც სათაურიდან ასევე გამოფენიდან , ადამიანის პოზიცია გამქრალია.


მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ ნამუშევრებში არ არის ნახსენები ან ასახული ადამიანი, თითოეული მათგანი ცალკე და ასევე მათი ერთობლიობაც, მათ არსებობაზე მიანიშნებს.


ირგვლივ ყველაფერი ადამიანის ხელით არის შექმნილი, ურბანული პეიზაჟების ფრაგმენტები მოგვაგონებს ყოველდღიურ ქალაქურ ცხოვრებას, მაგრამ მისი მაცხოვრებლების არარსებობა ამბავს მითოლოგიურ თხრობად აქცევს; განცდა, რომ რაღაც მოხდა ან უნდა მოხდეს, მაყურებელს ექსპოზიციის ნახვისას მიჰყვება.


ვაჟიკო ჩაჩხიანი იღებს ნარცისის მითოლოგიურ ამბავს და ისე განმარტავს მას, რომ მოერგოს თანამედროვე საზოგადოებას და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ურბანული ობიექტებისა და მასალების გამოყენებით ის აშკარა პარალელებს ავლებს, მაგრამ არ ხსნის მის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს. საგამოფენო სივრცისა და საზღვრების შეცვლით ავტორი მაყურებელს მხოლოდ მაყურებლად ეპატიჟება, რომელმაც თვალიერების პროცესში შესაძლოა საკუთარ ანარეკლს მოკრას თვალი და მიხვდეს, რომ ზოგიერთი ამბავი ისევ და ისევ ხდება, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს.


ნესტან აბდუშელიშვილის ფოტოებზე ასახულია სხვადასხვა ქალაქის მუზეუმების, რკინიგზის სადგურების, საზოგადოებრივი სპორტული სივრცეების და სხვა სოციალური თავშეყრის ადგილების დეტალები. კედლებზე ფოტოები ისეა განთავსებული, რომ გვახსენებს, როგორ ვხედავთ ქალაქის ფრაგმენტებს მასში გადაადგილებისას. მაცხოვრებლების გარეშე ქალაქი გადაღების დასრულების შემდეგ დაცარიელებულ ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავს, დეკორაციას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ აქ ადრე რაღაც ხდებოდა და სანამ ის კვლავ განმეორდება, ქალაქი დგას როგორც ჩუმი შეხსენება, რომელიც აგრძელებს არსებობას თავის დროსა და სივრცეში. ფოტოებს პოეტური მარტოობის განცდა დაჰყვება. მარტოობის, რომელიც უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ არის აუცილებელი სამუდამოდ გაგრძელდეს.


აქ უნდა დავუბრუნდეთ გამოფენის სათაურს და გავიხსენოთ მისი ორიგინალი ტექსტი , სადაც ნათქვამია: "როგორც კი შევძლებ, მოვალ, შეგხვდები..."




Comments


Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page