top of page

Ok Magazine: 4710 − უშბის სიმაღლის განუსაზღვრელობა ხელოვნებაში

4710 თანამედროვე ხელოვნების გალერეაა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა აღმოჩენის, წარდგენისა და მათი პოპულარიზაციის იდეით, ნინი დარჩიამ და ანა გაბელაიამ დააფუძნეს. გალერეა 2019 წელს დაარსდა და დღემდე არაერთი საინტერესო გამოფენის მასპინძლის როლი ერგო შენობაში, რომელიც სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე ერთ-ერთ პირველად აშენებულ სახლს წარმოადგენს. უძველესი ხის აივნებითა და გამორჩეული ექსტერიერით, 4710-ის გალერეა მნახველს შთაბეჭდილებებით მასში შებიჯებამდეც ავსებს და გალერეაში სტუმრობისას, კიდევ უფრო მეტ ინსპირაციას ჰპირდება… OK! 4710-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ნინი დარჩიასთან ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც პროექტის საძირკვლის ჩაყრიდან დღემდე განხორციელებულ იდეებამდე ყველა საინტერესო თავგადასავალზე გვიამბობს.


წაიკითხეთ ვრცლად

bottom of page