top of page

ყველაფერი სამობით




გალერეა 4710 წარმოგიდგენთ მარიამ საკნელაშვილის პირველ სოლო გამოფენას “ყველაფერი სამობით”.


მარიამ საკნელაშვილთან გალერეა 2020 წლიდან თანამშრომლობს და ამ პერიოდის განმავლობაში ხელოვანი გალერეის სარეზიდენციო სტუდიაში მუშაობდა. მარიამი ფრანგული ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი და თვითნასწავლი ხელოვანია.


მარიამ საკნელაშვილი მულტიმედია ხელოვანია, თუმცა ძირითადად ქაღალდზე აკვარელით მუშაობს. მისი მხატვრობა ინსპირირებულია ქართული ტრადიციული კედლის მხატვრობით, ილუსტრაციის ესთეტიკით და საშინელებათა ჟანრის (ჰორორის) ელემენტებით. მისი ნამუშევრები გაჯერებულია თხრობის დინამიკით, სიუჟეტის განვითარებით და გაჩერებული დროის დაძაბულობით.


გამოფენისთვის „ყველაფერი სამობით“ ხელოვანი რამდენიმე თვე ემზადებოდა და წარმოდგენილი ნამუშევარები სპეციალურად შოუსთვის შეიქმნა. გარდა ხელოვანისთვის აქამდე დამახასიათებელი ტრადიციული მასალებისა, გამოფენაზე ნახავთ კერამიკის ნამუშევრებსაც, რაზეც მან პირველად იმუშავა.


გამოფენა გაიხსნება შაბათს, 10 დეკემბერს და გაგრძელდება 15 იანვრის ჩათვლით.




Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page