top of page

თითქოს თავი ძილს მივეცი



გალერეა 4710 წარმოგიდგენთ თამარ ნადირაძის მეორე სოლო გამოფენას “თითქოს თავი ძილს მივეცი” .


გამოფენაზე წარმოდგენილია არტისტის ბოლო პერიოდში შესრულებული ნამუშევრების სერია, რომელიცსპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა.


სერია აერთიანებს შვიდ ნამუშევარს, რომელიც ხელოვანისთვის დამახასიათებელ მედიუმში, აკვარელიქაღალდზე, არის შესულებული.


თამარ ნადირაძის ნამუშევრებში მთავარი ხაზი ყოველთვის ადამიანია, როგორც მთავარი გმირი, რომლისგარშემოც ვითარდება მოვლენები. მისი დაკვირვების საგანი გმირის, როგორც ობიექტის განზოგადება და საერთოგამოცდილების გაზიარებაა. სიუჟეტები ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმიანება და მნიშვნელოვან საკითხებზერეაგირების მცდელობებია, რომელიც სხვადასხვა აბსურდულ მიზანსცენად თამაშდება. ავტორისთვისმნიშვნელოვანია არა იმდენად კონკრეტული მოვლენა, რამდენადაც ადამიანების რეაგირება ამ მოვლენაზე, თუ რაგადაწყვეტილებებს იღებენ ისინი, ან რა შედეგები მოჰყვება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

გამოფებაზე წარმოდგენილი ნამუშევრების სერიაში ავტორი ორ მნიშვნელოვან სიმბოლოს, ქსოვილს და ფესვებსიყენებს, შეთანხმებული მნიშვნელობის დაშლის ინსტრუმენტად.


გამოფენის ტექსტთან ერთად გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის 1859 წლის 4 ივნისს დაწერილ ლექსს, “ელეგია”, რომელიც სწორედ იმ თემებს ეხმიანება, რაზეც ხელოვანი მუშაობდა.




Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page