შაბათს, 21 იანვარს, გალერეა 4710 გეპატიჟებათ სოფო კობიძის ფოტოწიგნის პრეზენტაციაზე.
~ ვამპირები, თავი პირველი ~
ფოტოწიგნში ნაჩვენებია სამი ადამიანის პორტრეტი, რომლებიც ერთმანეთთან ერთი ნიშნით არიან დაკავშირებულები.
ფოტოწიგნის ავტორი სოფო კობიძე
მონაწილეები: ნატალია კალანდაძე ანა კობახიძე ელენე შატბერაშვილი
გრაფიკული დიზაინი: ელენე გაბრიჩიძე
2023, თბილისი
სოფო კობიძე (1987) მუშაობს და ცხოვრობს თბილისში. მის ძირითად სამუშაო მედიუმებს წარმოადგენს: ფერწერა, გრაფიკა, ფოტო და ინტალაცია. ის ასევე მუშაობს პროდუქტის დიზაინზე. ის სახელოვნებო ორგანიზაცია „ობსკურას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
მისი ბოლოდროინდელი სოლო და ჯგუფური გამოფენებია: ‘სიტყვების გაცვლა’ ობსკურა 2022
,’ფერ-წერა’ თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი, 2022 ,“la pyramide de ponzi” galerie valerie delaunaz, პარიზი, 2022, ‘ყველა ყვავილი’,მაუდი, 2021 თბილისი
Comments