
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ხელოვანის, ანა ქორქიას პირველ სოლო გამოფენას “ნამიკრეფია”.
გამოფენა გაგრძელდება 1 კვირის განმავლობაში, 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
ანა ქორქია ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც სხვადასხვა მედიუმში მუშაობს. გამოფენაზე წარმოდგენილია 2023 წლის ნამუშევრები და მათ შორის სერია, რომელიც ექსპოზიციის ცენტრალური ნაწილია და თუშეთში შეიქმნა. თუშეთის სერიაში, ხელოვანი იკვლევს თუშეთის თავისებურებას და იყენებს მისთვის დამახასიათებელ მასალას, თუშურ სიპ ქვას, რომელზეც ლინოგრავიურის დაპრინტვის ტექნიკით თუშეთისთვის დამახასიათებელი ყვავილებია გადატანილი, მათ შორის ყვავილი ნამიკრეფია, რომელსაც ამ სახელით მხოლოდ თუშეთში იცნობენ.
2023 წლის სასწავლო წელს არტისტი დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში გააგრძელებს.
გამოფენა გაიხსნება კვირას, 17:00 - 20:00
Comments