top of page

ვიწყებდი ლოცვას




გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ირაკლი მერელის სოლო შოუს "ვიწყებდი ლოცვას.“


გამოფენის მთავარი ხაზი პოეზია და ადამიანის შინაგან სამყაროზე დაკვირვებაა. ავტორი, საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსირებით, ცდილობს შექმნას ნამუშევრების სერია, რომელიც საერთო გამოცდილების გადააზრების მეტაფორული სურათებია. წარმოდგენილ ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ხაზია პორტრეტები, უზარმაზარი, უტრირებული სახეები, რომლებსაც ადამიანები ზურგით დაატარებენ, როგორც მეტაფორას, რაღაც მიღმიერის, დაფარულის და უხილავის, ამ შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს მწვანე ფერი, რომლის გარშემოც ყველაზე მძაფრად ვითარდება სიუჟეტი და კულმინაციას კერამიკის ფიგურებში აღწევს.


ირაკლი მერელი დაიბადა 1992 წლის 28 აგვისტოს, ბათუმში. დაამთავრა ბათუმის სამხატვრო სკოლა, 2010 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საბაკალავრო პროგრამაზე. 2018 წელს სწავლა გააგრძელა კვლავ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სამაგისტრო პროგრამებზე, ფერწერისა და გრაფიკის განხრით.






Comments


Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page