top of page

ერთი ხის ტყე




გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას ‘ერთი ხის ტყე’.

გამოფენა გაიხსნება შაბათს, 18 თებერვალს, 18:00-21:00-ზე და გაგრძელდება 26 მარტის ჩათვლით.


დასაწყისშივე უნდა განვმარტოთ, რომ ეს გამოფენა ხეებზე არაა, ადამიანებზეა. და გამოფენაზე ნაჩვენები თითოული ხეც ადამიანის მეტაფორად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

თუ დაფიქრდები, რთულია ბუნებაში ადამიანისთვის უკეთესი მეტაფორის პოვნა.


ეს გამოფენა ადამიანზეა. მის ნაკვალევზე და გასავლელ გზაზე. მის ცნობიერ და არაცნობიერ ქმედებებზე და შედეგებზე, რომლებიც მოაქვს და მოაქვს.


ეს გამოფენა იმ კაცზეა, რომელიც ხეს ჭრის და ამისათვის საპატიო მიზეზიც არ აქვს. თავის თავს ჭრის, ოღონდ, არ იცის ამის შესახებ. როცა გაიგებს, თუ გაიგო, ხისგან მხოლოდ შეშა და კუნძი თუღა იქნება დარჩენილი.


ამ გამოფენას უნდა, ადამიანი ადამიანზე დააფიქროს. საკუთარი თავი გარედან დაანახოს და თან, საკუთარ თავში შეახედოს, გარედან შიგნით;

ამ გამოფენას უნდა, ადამიანს ელაპარაკოს, სხვების ნათქვამი აჩვენოს, მოასმენინოს ან, ლექსად წააკითხოს.

ამ გამოფენას უნდა, ისეთი გარემო შექმნას, სადაც ადამიანს შეეძლება საკუთარი თავი დაიმარტოხელოს;

და ამ მდგომარეობაში მყოფს, ამ გამოფენას უნდა, ადამიანს მიმართოს, - პირდაპირ, შენობით, თითქოს დიდი ხანია იცნობს.


ეს გამოფენა თვითონაა ერთი ლექსი, ვერლიბრი, - ჩუმად და მარტო, ან, ხმამაღლა და გარკვევით წასაკითხი. ლექსი, რომელიც შენზეა და გეძღვნება შენ.


გამოფენის კონცეფცია და ტექსტი: ანა გაბელაია

კურატორები: ანა გაბელაია, ნინი დარჩია




Comentários


Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page