top of page

ანაბზინი ყინულის ტბაზე




გალერეა 4710 მოხარულია წარმოგიდგინოთ მერაბ გუგუნაშვილის მეორე

სოლო გამოფენა „ანაბზინი ყინულის ტბაზე“.

გამოფენაზე წარმოდგენილია არტისტის ბოლო პერიოდში შესრულებული

ნამუშევრების სერია, რომელიც სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია კერამიკის ნამუშევრები და მასალის

მრავალფეროვნება, თეთრი და წითელი თიხა, შამოტი, შავი შამოტი და

ფაიფური.

სერია აერთიანებს შვიდ სკულპტურას, ერთ კედლის ინსტალაცია - ობიექტს

და ხუთ კერამიკულ ფერწერას.


„ანაბზინი ყინულის ტბაზე“ მოგვითხრობს ადამიანის შინაგან

მდგომარეობაზე, როდესაც მიმდინარე რთული სოციო-პოლიტიკური

მოვლენების ფონზე მიღებული ინფორმაცია, სისტემის მხრიდან

გამოყენებულია, როგორც ძლიერი იარაღი რომ დაკარგო საკუთარი იდენტობა.

წლების განმავლობაში მიღებული სტრესი ადამიანს ერთგვარ ვაკუუმში

ამყოფებს, მორჩილი, გაწვრთნილი ცხოველის მსგავსად, სადაც რთულია

რეფლექსია, როგორც გარე ფაქტორებზე, ასევე საკუთარ თავზე, ადამიანების

უმეტესობა უგულვებელყოფს საკუთარ თავს, როგორც დამოუკიდებელ

ინდივიდს და უერთდება ყოველდღიურობაში დაკარგულ კოლექტივს,

რომელსაც დააჯერეს, რომ თავისუფალია საკუთარ არჩევანში, არჩევანი კი

უკვე გაკეთებულია სისტემის მიერ.


გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხოლოდ კითხვებია. ერთგვარი

ილუსტრაცია, იშვიათი, მოუხელთებელი, მშვენიერი, წამიერი გამორკვევის ,

როდესაც ხვდები, რომ რაღაც არასწორია, ან პირიქით ხვდები, რომ შენს

შიგნით კაშკაშა სიმართლემ გაიელვა, ჭეშმარიტება არსებობს, მისკენ

მიმავალი გზებიც და პასუხებიც, რომლებიც ამ ეტაპზე არ გაქვს.

ბორკილები სუსტდება, სამოსი გეცლება და იწყება ტრანსფორმაცია, რომ

ადამიანი ეზიაროს უნივერსალურ გონს, საკუთარ თავს, რასაც თავისუფლებას

ვეძახით.


გამოფენა გაიხსნება შაბათს, 11 ნოემბერს და გაგრძელდება 24 დეკემბრის

ჩათვლით.


გახსნა: 11 ნოემბერი, 17:00 – 19:00


Comments


Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page