top of page

ჩვენ შესახებ

გალერეა 4710 თანამედროვე ხელოვნების გალერეაა, რომელიც 2019 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა.

 

გალერეა ძირითადად ახალგაზრდა ხელოვანებთან მუშაობს და მისი ფუნქცია მათი აღმოჩენა და ხალხისთვის გაცნობაა. გარდა ტრადიციული საგალერეო ფუნქციისა, 4710 ასევე ექსპერიმენტული სივრცის ფუნქციასაც ითავსებს და შესაბამისი გამოფენები ეწყობა. პირველივე გამოფენის პარალელურად,  4710 აწყობს შეხვედრებს და საუბრებს ხელოვანებთან ან სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

 

2019 წლიდან გალერეამ რამდენიმე ხელოვანის პირველი სოლო ან ჯგუფური შოუ წარმოადგინა საგალერეო სივრცეში: თამარ ნადირაძის, თორნიკე რობაქიძის, მერაბ გუგუნაშვილის, ალექსანდრე ბეგლარიშვილის, თეიმურაზ ერისთავის, თორნიკე გოგნაძის, მარი ყალაბეგაშვილის, ანკა ბოჭორიშვილის და ა.შ

 

მიუხედავად იმისა, რომ გალერეა ძირითადად ახალგაზრდა ხელოვანებთან მუშაობს, წელიწადში რამდენჯერმე გამოფენების სერიას მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა თაობის ხელოვანები იფინებიან  ჯგუფური ან დუო გამოფენის სახით. ამ სერიის გამოფენების ფარგლებში გალერეაში გამოიფინნენ: ნათელა იანქოშვილი, თეა გვეტაძე, თამუნა სირბილაძე, გიო სუმბაძე, ქეთი კაპანაძე, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ლეილა შელია და ნინო ქვრივიშვილი.

 

4710-ში  წელიწადში ექვსი ან შვიდი გამოფენა ეწყობა, რაც  ყოველ 1.5 თვეში ახალი გამოფენის გახსნას გულისხმობს.

bottom of page